ROWE-ს შესახებ | ROWE MINERALÖLWERK GMBH | BVB Champion Partner 
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
ROWE-ს შესახებ

შპს ROWE MINERALÖLWERK GMBH წარმოადგენს მუდმივად მზარდ ფირმას, რომელიც მოღვაწეობს საპოხი მასალების სფეროში და რომელიც განთავსებულია ვორმსში.  1995 რაინის ჰესენში არსებულ ფლორსჰაიმ-დალსჰაიმში ერთადერთი დამფუძნებლისა და დირექტორის ბატონი დიპლ. ინჟ. მიხაელ ცეეს მიერ დაფუძნდა ფირმა და ის იმდენად გაფართოვდა, რომ 2000 წელს ფირმის ადგილსამყოფელი გადატანილი იქნა პფალცის ბუბენსჰაიმში.  მზარდი მოთხოვნებისა და პროდუქციის სხვა საჭირო სიმძლავრეების საფუძველზე 2013 წლის 09 დეკემბერს ვორმსში გაიხსნა ახალი ძირითადი ადგილსამყოფელი. 2016 წელს ფირმის მართვის სათავეში მოვიდა დამფუძნებლის ქალიშვილი, ქალბატონი დოქტ. ალექსანდა კოლმანი.
პროდუქციის მაღალი ხარისხი, მიწოდების მოკლე დრო და მიმზიდველი ფასები DIN EN ISO 9001:2008, ISO/TS 16949:2009 და ISO 14001 სერტიფიცირებულ ფირმას აღიარებული პარტნიორის სტატუსს უმკვიდრებს მათ შორის ადგილობრივი და უცხოელი საბითუმო კლიენტებისათვის. სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აზია და სამხრეთ ამერიკა წარმოადგენს ექსპორტის ძირითად ბაზრებს.
ხარისხის მენეჯმენტი მოიცავს ROWE MINERALÖLWERK GMBH – ის საქმიანობის ყველა სფეროს. პროდუქციისა და პროცესების მსვლელობის დეტალური აღწერილობა უზრუნველყოფს პროდუქციის მუდმივად მაღალ ხარისხს. კლიენტების მუდმივი გამოკითხვის საფუძველზე მუდმივად ხორციელდება სუსტი მხარეების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა.
პროდუქციის პალიტრა მოიცავს მინერალურ ზეთებს, გადაცემათა კოლოფისა და ჰიდრავლიკურ ზეთებს, ინდუსტრიულ და ლითონის დამუშავებისას საჭირო საპოხ მასალებს, ბიო საპოხ მასალებს, საწვავის დანამატებს და ასევე ქულერისა და მინების ყინვისაგან დამცავ მასალებს და ავტომობილის მოვლის სხვადასხვა პროდუქტებს. პროდუქციის სერიაში ასევე შედის ორთვალა ტრანსპორტის, სატვირთო ავტომობილების, ნავებისა და თბოელექტროცენტრალის საპოხი მასალები.  გარდა ამისა, 2015 წლიდან პროდუქციის პორტფოლიო მოიცავს AdBlue-ს, ასევე მრავალგვარი დანიშნულებისა და მაღალი წარმადობის საპოხებს.