ვაკანსიები | ROWE MINERALÖLWERK GMBH | BVB Champion Partner 
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
ROWE-ს შესახებ

კარიერა და მუშაობა ROWE-ში
უკვე 20 წელზე მეტია ჩვენ ასევე ვაწარმოებთ HIGHTEC საპოხ მასალებს MADE IN GERMANY. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი თანამშრომლების მოტივაციასა და კვალიფიკაციაზე. იმისათვის, რომ ჩვენი საწარმოდან კვლავაც გამოვიდეს HIGHTEC-საპოხი მასალები, ჩვენ ყველამ, ვინც ROWE-ში ვართ დასაქმებული უნდა განვახორციელოთ ჩვენი დევიზი – მაღალი ხარისხი და მაქსიმალური წარმადობა.
რა გამოარჩევს ROWE-ს, როგორც სიმპათიურ და მიმზიდველ დამსაქმებელს?
საშუალო კლასის ფირმაში მუშაობა, რომელშიც დასაქმებულია 200 ადამიანი. მოქმედების არეალისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების ფართო მასშტაბები გადაწყვეტილების მიღების უმოკლესი გზებითა და თანამედროვე ბიუროკრატიით. გაწეული შრომის შესაბამისი ანაზღაურება, ასევე უზრუნველყოფილი სიბერე/ქონებრივად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მცოცავი და მოქნილი სამუშაო დროები წარმოებისაგან დამოუკიდებელ ყველა განყოფილებაში. პროფესიული და პიროვნული განვითარების უამრავი შესაძლებლობა.
გარდა ამისა ჩვენი ფირმის მდებარეობა:  ვორმსი მდებარეობს რაინლანდ-პფალცის აღმოსავლეთით, უშუალოდ რაინის დასავლეთ სანაპიროზე. ამდენად ის მიმზიდველია არა მხოლოდ ლანდშაფტის თვალსაზრისით, არამედ რაინ-ნეკარისა და რაინ-მაინის მეტროპოლების რეგიონებს შორის სატრანსპორტო ადვილმდებარეობითაც.