სერტიფიცირება | ROWE MINERALÖLWERK GMBH | BVB Champion Partner 
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
სერტიფიცირება

Zertifikat-ISO-9001_2008-1-ROWE-DE2009 წლის თებერვლიდან ROWE სერტიფიცირებულია ნორმის ISO/TS 16949 შესაბამისად, ხოლო 2001 წლის თებერვლიდან მას მიღებული აქვს DIN EN ISO 9001 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიცირებისათვის გადამწყვეტი იყო საწარმოო პროცესებში დანერგილი ხარისხის მენეჯმენტი, რომლითაც ორგანიზებულია კლიენტებთან და მიმწოდებლებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან მიმდინარე პროცესები.  სტრატეგიული საკონტროლო სისტემები, რომლებიც სამუშაო პროცესებში იქნა შემოტანილი, უზრუნველყოფს მთლიანი საწარმოს ეფექტურობასა და პროცესების ხარისხს.  ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ხარისხის მენეჯმენტზე, რომელიც თავიდან აგვარიდებს შეცდომებს. კლიენტთა გამოკითხვებს, რომელთაც ჩვენ რეგულარულად ვატარებთ, დიდი წვლილი შეაქვს სისუსტეების გამოვლენაში, მათ ლოკალიზაციასა და აღმოფხვრაში.

ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ISO/TS 16949 სერტიფიცირებით. მსოფლიოში აღიარებული აღნიშნული ტექნიკური სერტიფიკაცია აერთიანებს ავტომობილების საერთაშორისო მწარმოებლების მოთხოვნებს. ISO/TS 16949 სერტიფიცირებით ფირმა ზრდის კონკურენტუნარიანობას, ამაღლებს თანამშრომელთა მოტივაციას და უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების არსებობას. გარემოს მენეჯმენტის სისტემის ISO 14001 სერტიფიცირება ჩვენ მიღებული გვაქვს 2010 წლის აპრილიდან.

ჩვენი სერტიფიკატების ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ჩვენი Download-გვერდიდან.