PS-PROFI „J.P. KRAEMER“ | ROWE MINERALÖLWERK GMBH 
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
Feel the
Power.
Hightec Schmierstoffe
made in Germany
ROWE-ს შესახებ

2013 წლის ოქტომბრიდან “PS-Profi” J.P. Kraemer რეკლამას უწევს ROWE MINERALÖLWERK GMBH-ს.

მისი ამოცანაა: საპოხი მასალების მწარმოებლის პროდუქცია გააცნოს ავტომობილების მოყვარულ პუბლიკას.  ROWE-ის ნახვა შესაძლებელია „Die PS Profis” სატელევიზიო ფორმატის გადაცემებში, გარდა ამისა ის წარმოდგენილია JP Performance-ის Facebook-სა და Youtube-ში.

ჩვენ გვახარებს ყველა ის ვიდეო და სარეკლამო კამპანია, რომელიც დაგეგმილია 2016 წელს.

JP-ის ROWE-ის თემაზე არსებული ამჟამინდელი ვიდეოების ხილვა შესაძლებელია:

ინტერვიუს შეკითხვები ვიდეოდან „სტუმრადROWE-ის საწარმოში“

რამდენი ადამიანია დასაქმებული შპს ROWE MINERALÖLWERK-ში?
დაახლოებით 200 თანამშრომელი.

რა ფართობზეა განთავსებული ვორმსში ფირმა?
მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 82.000m²-ს. აქედან 40.000 m² -ზე განთავსებულია ნაგებობები, რომელიც დაყოფილია 10.000 m² დარბაზებად.

რამდენი ლიტრი ზეთის მიწოდება ხორციელდება დღიულად?
დღეში 200.000-დან 300.000 ლიტრამდე.

რა არის ძრავის ზეთის ტიპიური შემადგენელი ნაწილები?
ძრავის ზეთი შედგება საბაზისო ზეთისა და დანამატებისაგან.

რა არის საბაზისო ზეთი?
საბაზისო ზეთი წარმოადგენს ნავთობის ფრაქციას (შემადგენელ პროდუქტს). თავდაპირველად ბუნებრივი ნავთობი მიწიდან ამოდის როგორც შავი, ჰომოგენური ნარევი. რეკტიფიკაციისას (დესტილაციის სპეციალური წესი) ბუნებრივი ნავთობი აორთქლებამდე ცხელდება. ეს ხდება კოშკში (გამყოფ კოლონაში), რომელიც რამდენიმე სართულადაა განლაგებული. გაცხელება ხდება ყველაზე დაბალ სართულზე. რაც უფრო დაბალია ფრაქციის დუღილის ტემპერატურა, მით უფრო მაღლა ადის ფრაქცია და ხდება მისი კონდენსაცია ზარის კედელზე. ცალკეული ფრაქციები გამოიყოფა და შემდგომში ხდება მათი გადამუშავება.  ძრავის ზეთის წარმოებისათვის გამოიყენება მხოლოდ ერთი ფრაქცია, რომელსაც საბაზისი ზეთს უწოდებენ.

რა არის დანამატები?
დანამატები წარმოადგენს დამხმარე (ან დამატებულ ნივთიერებებს), რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს.  მაგალითად კოროზიისაგან დაცვის დანამატები წარმოადგენს ძრავის ზეთის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და მათი წილი ორიდან ოთხ პროცენტამდეა. სხვა დანამატების რიცხვს განეკუთვნება:
დეტერგენტები და დისპერსანტები ინარჩუნებს ზეთის სისუფთავეს.  ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ბამბის ქულა, რომელიც იწოვს წვის ნარჩენებს და აკავებს მათ. ნარჩენები გადადის ზეთის ფილტრში, სადაც ისინი გროვდება.
ხახუნის შემამცირებლებს, როგორიცაა თუთია და ფოსფორი, მრავალი ამოცანა გააჩნია. ერთი მხრივ, ისინი იცავენ გადაჭარბებული ცვეთისგან, მეორე მხრივ კი ისინი ანტიოქსიდანტებთან ერთად ზეთის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
აქაფებისგან დამცველები ძრავს იცავს ბუშტუკების წარმოქმნისაგან. ბუშტუკებმა შესაძლებელია მოხსნას გაპოხილი ზედაპირი და მეორე მხრივ – თუკი ვისკოზურობა შემცირდება – გამოიწვიოს კავიტაცია. კავიტაცია წარმოადგენს ძრავის ბლოკში მიკროაფეთქებებს, რამაც შესაძლებელია ზედაპირზე გამოიწვიოს მასალის დაზიანება.

არის თუ არა დანამატები ყოველთვის თხევადი?
არა, ისინი სრულიად სხვადასხვაგვარია. ხანდახან დანამატები თხევადია და ხანდახან მყარი.

არის თუ არა ძრავის ზეთის მომწამვლელი?
არა, ძრავის ზეთი შედგება ჩვეულებრივი საბაზისო ზეთისაგან, რომელსაც აქვს დანამატები. დაუშვებელია მისი დალევა, თუმცა ის არ არის მომწამვლელი. თუკი უყურადღებობის გამო ამგვარი რამ მოხდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციები მოცემულია უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელზე, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ყოველი პროდუქტისათვის.

რატომ არის აალების წერტილი ძრავისა და გადაცემათა კოლოფის ზეთებისათვის ასე მაღალი?
აალების პროდუქტი 10W-40 ზეთის შემთხვევაში 220°C-ს შეადგენს. ამას სინამდვილეში ძრავის შემთხვევაში ადგილი არა აქვს, მაგრამ მწარმოებლის სპეციფიკაციაში ამგვარად არის მოცემული.  იმისათვის, რომ დავიცვათ მწარმოებლის სპეციფიკაციები, საბაზისო ზეთი მისადაგებულია საჭირო ტემპერატურაზე.

რამდენი ტუმბოა ROWE საწარმოში ვორმსში?
აქ განთავსებულია 300 ტუმბო და 2900 ავტომატური მართვის სარქველი.  ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ბაკს აქვს საკუთარი ტუმბო.  ვინაიდან ყველა გამტარი დაკავშირებულია ავზთან, შესაძლებელია მუშაობა შუალედური გამორეცხვის გარეშე.

რამდენ მეტრიანი სადენებია განლაგებული ROWE საწარმოში ვორმსში?
დაახლოებით 65 კილომეტრი პროდუქციის სადენები.

რამდენი შემრევი ბაკია განლაგებული ROWE საწარმოში ვორმსში?
ROWE საწარმოში ვორმსში განლაგებულია 35 შემრევი ბაკი და ყოველ შემრევ ბაკს აქვს საკუთარი ტუმბო და საკუთარი სადენი.  ამის შედეგი არის ის, რომ 35 შემრევ ბაკში ერთდროულად არის შესაძლებელი პროდუქტის დაყენება.

ზეთის რა ტემპერატურებს შორის არის შესაძლებელი ძრავის ზეთის მართებული დატვირთვა?
30 ან 40 °C ტემპერატურიდან 160°C ტემპერატურამდე პრობლემები არ წარმოიქმნება.

მე ვმოძრაობ ქალაქში მსუბუქი ავტომობილით. შემიძლია თუ არა 10W-60 ზეთის გამოყენება თუ ეს დააზიანებს ჩემ ძრავს? მაქვს ასევე დანაკერგი?
მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ 10W-60 ზეთი და ქალაქში დიდი მოძრაობის პირობებშიც ასევე უნდა მოიქცეთ.  ეს არ აზიანებს ძრავს. ზამთარში ზეთის ვისკოზურობა მაღალია ვიდრე 30-იანი ზეთით, ე.ი. ზეთი დაბალი ტემპერატურის პირობებში ოდნავ სქელდება.  მაღალმა ვისკოზურობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მაღალი დანაკარგი საწვავის მომატებული წვის პირობებში. თუმცა არსებობს ასევე მცირე დადებითი ეფექტი:  ქალაქში დიდი მოძრაობის პირობებში შესაძლებელია საწვავის ჩამატება. ეს შესაძლებელია დაკომპენსირდეს 10W-60 ზეთით. იმ შემთხვევაში, თუკი 30-იანი ზეთით საწვავის 4 პროცენტს ავიღებთ, მაშინ 20-იანი ზეთით 10W-60-ზე რჩება 10W-40.

რა უნდა გავითვალისწინოთ ზეთის შეცვლისას?
ზეთის შეცვლისას ძრავი უნდა იყოს თბილი, რათა ზეთს ჰქონდეს მართებული ტემპერატურა. ამის უპირატესობა არის ის, რომ ძველი ზეთის გამოშვებისას გამოდის ასევე ყველა ნარჩენი.  გარდა ამისა ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ზეთის ყოველი შეცვლისას უნდა შეიცვალოს ზეთის ფილტრიც, რადგანაც ყველაზე მეტი ნარჩენი სისტემაში ფილტრის მეშვეობით ხვდება.